Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-03-06 16:09:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფის  და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში მოცემულია  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები, ასევე ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო ჯგუფის სხდომას კონკრეტული პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე,  სსიპ „ თბილისის სასაწრაფო სამედიცინო  სამსახურის ცენტრის", საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის,  სსიპ 112 - ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ანგარიში ჯგუფის ხელმძღვანელმა ქეთევან მცურავიშვილმა წარადგინა, და  სხდომის მონაწილეებს აუდიტის მიგნებების და სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამუშაო სხდომას  გენერალური აუდიტორის მოადგილეები ეკა ღაზაძე და დავით გოგიჩაიშვილი და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი ესწრებოდნენ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი უახლოეს მომავალში მოამზადებს დადგენილების პროექტს, სადაც ასახული იქნება აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები და  გადაეგზავნება შესაბამის აუდიტის ობიექტებს შემდგომი რეაგირებისათვის.

უკან