Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-02-09 11:46:00

შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამუშაო ფორმატში  მხარეებმა  მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტების შედეგად იდენტიფიცირებული ძირითადი ნაკლოვანებების  აღმოფხვრისა და აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების  შესრულების  გეგმა განიხილეს, რომელიც პრეზენტაციის სახით დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ კირტავამ წარადგინა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც  ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას და სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების პროცესს.

საჯარო ფინანსების მართვის პროცესში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის  დეპარტამენტი  რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს პერიოდულად მართავს.    

უკან