Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-01-30 12:45:00

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა უნივერსიტეტებში პრეზენტაციები დაიწყო

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა უნივერსიტეტებში პრეზენტაციები დაიწყო

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა უნივერსიტეტებში პრეზენტაციები დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალი პროექტის - „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის“ პრეზენტაციები დაიწყო.

პროექტი შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და ანაზღაურებადი სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პროექტის მნიშვნელობისა და არსის დეტალურად გაცნობის მიზნით, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

პროექტის ფარგლებში, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია შვიდ უმაღლეს სასწავლებელთან. უნივერსიტეტებში პროექტთან დაკავშირებული საპრეზენტაციო შეხვედრები გაგრძელდება.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს.

უკან