Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-12-27 17:26:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ASOSAI-ის სემინარზე „ბიუჯეტის მონიტორი“ წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ASOSAI-ის  სემინარზე „ბიუჯეტის მონიტორი“ წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ASOSAI-ის სემინარზე „ბიუჯეტის მონიტორი“ წარადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ASOSAI-ის სემინარში - „აუდიტის პროცესის გაუმჯობესება და ინოვაციები“, რომელიც ქუვეითის დედაქალაქ ელ-ქუვეითში გაიმართა.

საერთაშორისო სემინარის მიზანს წარმოადგენდა „მდგრადი განვითარების მიზნების განხორცილების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის“ მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და აუდიტის პროცესის გასაუმჯობესებლად თანამედროვე მიდგომების გაზიარება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსმა ნინო ცინცაძემ სემინარის მონაწილეებს „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაცია წარუდგინა და რისკზე დაფუძნებული აუდიტის გეგმის მომზადების მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული გამოცდილება გაუზიარა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინოვაციურმა მიდგომებმა - აუდიტის დაგეგმვის პროცესში ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორის“ და რისკ-ინდექსის გამოყენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პრაქტიკის გაზიარების მიზნით სემინარის მონაწილეებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ღონისძიებში მონაწილეობდნენ 30 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ქუვეითისა და ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული სამსახურებისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ექსპერტები.

უკან