Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-12-26 15:12:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯაკარტაში საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯაკარტაში  საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯაკარტაში საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, მონაწილეობა მიიღო აზია ოკეანეთის ქვეყნების ლიდერების რეგიონულ ფორუმში „ღია მმართველობა ინკლუზიური განვითარებისათვის“.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მხარეებს შორის ღია მმართველობის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება ინკლუზიურ განვითარებაში.

„ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სახელმწიფო აუდიტის „სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის“ სამსახურის ხელმძღვანელმა ცოტნე ქარქაშაძემ წარადგინა ანალიტიკური ვებ-პლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“, როგორც საჯარო ფინანსების მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი.

ფორუმი გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა.

ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ლიდერები, მინისტრები, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს-სექტორი, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები.

უკან