Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-11-28 15:14:00

ირაკლი მექვაბიშვილმა შვედეთის გენერალური აუდიტორის მოადგილე, მაგნუს ლინდელი მიიღო

ირაკლი მექვაბიშვილმა შვედეთის გენერალური აუდიტორის მოადგილე, მაგნუს ლინდელი მიიღო

ირაკლი მექვაბიშვილმა შვედეთის გენერალური აუდიტორის მოადგილე, მაგნუს ლინდელი მიიღო

გენერალური აუდიტორი  ირაკლი მექვაბიშვილი შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (SNAO) გენერალური აუდიტორის მოადგილეს,  მაგნუს ლინდელს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოთა შორის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის“ პროექტით გათვალისწინებული საკითხები, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის ამაღლებას ISSAI-ის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.

„მნიშვნელოვანია, რომ შვედ კოლეგებთან პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს. 2018 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას  რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით, მათ შორის, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის, ეფექტიანობის აუდიტის გაძლიერების, საინფორმაციო ტექნილოგიების (IT) აუდიტის უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული სისტემების დანერგვის განხრით“,  - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  გიორგი კაპანაძე, შვედეთისა და საქართველოს აუდიტის სამსახურებს შორის თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელი, უფროსი საერთაშორისო მრჩეველი, ამანდა სოდერლუნდი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO) და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი (SNAO) 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას. 

უკან