Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-11-22 13:13:00

GIFT-ის ჯილდო „ბიუჯეტის მონიტორს“ გადაეცა

GIFT-ის ჯილდო  „ბიუჯეტის მონიტორს“ გადაეცა

GIFT-ის ჯილდო „ბიუჯეტის მონიტორს“ გადაეცა

არგენტინაში, ქალაქ ბუენოს აირესში ღია მმართველობის პარტნიორობის ამერიკის რეგიონულ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორს“, როგორც გამჭვირვალობისა და მოქალაქეების ჩართულობის ინოვაციურ ვებპლატფორმას, „ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის“ (GIFT) ჯილდო გადაეცა.

GIFT წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას ფისკალური გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით. GIFT ხელმძღვანელობს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საჯარო გამჭვირვალობის სამუშაო ჯგუფს და აწესებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის სფეროში.

OGP-ის რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობდა OGP-ის წევრი ქვეყნების 2000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, სამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ციფრული ინოვატორები, მკვლევარები და ღია მმართველობის გაუმჯობესების საკითხებით დაინტერესებული მხარეები. შეხვედრების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ჩაკვეტაძემ სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმატებული გამოცდილების გაზიარებით მიზნით „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაციები გამართა.

„ბიუჯეტის მონიტორმა“ ასევე ნოემბერში მოიპოვა გაეროს World Summit Awards-ის (WSA) ჯილდო საჯარო ფინანსებში მოქალაქეთა ჩართულობის კატეგორიაში და IT ინოვაციების (GITI) ჯილდო „საუკეთესო ონლაინ საინფორმაციო წყაროს“ კატეგორიაში, რომელიც საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მე-10 საიუბილეო რეგიონული კონფერენციის − „GITI 2017“-ის ფარგლებში ჩატარდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“ წარმოადგენს უნიკალურ ანალიტიკურ პორტალს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციების საშუალებით და დაუყოვნებლივ მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების შესახებ.

ასევე, პლატფორმა წარმოადგენს ინფორმაციას აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ მარტივი ვიზუალური ფილტრებით და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ჩაერთონ საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში.
იხ. www.BudgetMonitor.ge

უკან