Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-11-21 17:40:00

„ბიუჯეტის მონიტორი“ საქართველოს IT ინოვაციების (GITI) ჯილდოს მფლობელი გახდა

„ბიუჯეტის მონიტორი“ საქართველოს IT ინოვაციების (GITI) ჯილდოს მფლობელი გახდა

„ბიუჯეტის მონიტორი“ საქართველოს IT ინოვაციების (GITI) ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მე-10 საიუბილეო რეგიონული კონფერენციის − „GITI 2017“-ის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკური ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ IT ინოვაციების (GITI) ჯილდოს მფლობელი გახდა.

15 ნომინაციაში წარმოდგენილ 50-მდე პროექტს შორის, „ბიუჯეტის მონიტორმა“ ჯილდო „საუკეთესო ონლაინ საინფორმაციო წყაროს“ კატეგორიაში მოიპოვა.

კონკურსი ყოველწლიურად იმართება სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭოს (ICT Business Council) ორგანიზებით, რომელიც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პლატფორმას წარმოადგენს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს. კონფერენცია, ტრადიციულად, წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოებით სრულდება.

„ბიუჯეტის მონიტორმა“ კიდევ ორი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. კერძოდ, „ბიუჯეტის მონიტორმა“ „ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის“ (GIFT) ორგანიზებით ჩატარებულ ფისკალური გამჭვირვალობის მსოფლიო მასშტაბის კონკურსში გაიმარჯვა. ამჟამად არგენტინაში, ქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარეობს ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული ფორუმი, სადაც „ბიუჯეტის მონიტორს“ „GIFT”-ის ჯილდო გადაეცა.

ვებპლატფორმამ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა გაეროს World Summit Awards-ის (WSA) ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში. მსოფლიოს 180 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ 400-მდე პროექტს შორის, საჯარო ფინანსებში მოქალაქეთა ჩართულობის კატეგორიაში გამარჯვებული „ბიუჯეტის მონიტორი“ გახდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“ წარმოადგენს უნიკალურ ანალიტიკურ პორტალს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციების საშუალებით.

პლატფორმა დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების შესახებ.

ასევე, პლატფორმა წარმოადგენს ინფორმაციას აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ მარტივი ვიზუალური ფილტრებით და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ჩაერთონ საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში.

იხ. www.BudgetMonitor.ge

 

უკან