Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-10-06 21:45:00

სექტემბრის შემოწირულებების სტატისტიკა

სექტემბრის შემოწირულებების სტატისტიკა

სექტემბრის შემოწირულებების სტატისტიკა

  

 

 

 

 

2017 წლის სექტემბრის თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,560,667.75 ლარი შეადგინა.

2017 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,033,485 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 335,964 ლარით, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძღაობა მესამე ადგილზეა 36,136.15 ლარის შემოწირულებით.

სექტემბრის თვეში ჯამში დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულია 44,212 ლარი, საიდანაც გულო ზუმბაძე და ალექსანდრე ელისაშვილი ლიდერობენ 15,500 და 15,146 ლარებით.

ჯამში თვის განმავლობაში განხორციელებული შემოწირულებებიდან მნიშვნელოვანი წილი უკავია იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულებებს (1,403,751 ლარი), რომელიც ძირითადად „ქართული ოცნებ“-ის მიერ იქნა მიღებული, მაგრამ სხვა 4 სუბიექტზეც ნაწილდება. ჯამში ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოწირულების 35% იურიდიული პირების მიერ იქნა განხორციელებული.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს. დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემოწირულებების ველში (www.monitoring.sao.ge/donations) ან საძიებო სისტემის საშუალებით (www.monitoring.sao.ge)

უკან