Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-09-22 13:19:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. 

 -  მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია.  ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი მექვაბიშვილს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

-  ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული ოთხ ძირითად ღირებულებაზე  - პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. გაძლიერდება აუდიტის სამსახურის ტექნოლოგიური ბაზა. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ეფექტიანობის აუდიტის ამაღლებაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ,  როგორ ნაწილდება გადასახადების გადამხდელებისგან მოზიდული თანხები, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა მედიასთან საუბრისას. 

ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, გაცილებით ეფექტიანი  გახდება თანამშრომლობა როგორც საქართველოს  პარლამენტთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორ  ქვეყნებთან.  

იხ. ინტერნეტ პრესა:

იხ. მედია

უკან