Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კატეგორიის მიხედვით

2017-09-19 16:35:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლების ვიზიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

დღეს, 19 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)ტექნიკური დახმარების მისიას უმასპინძლა. ვიზიტის მიზანს საქართველოში ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ  იქნა საჯარო ფინანსების  მართვასთან, მის აღრიცხვასთან, ფისკალურ გამჭვირვალობასა და ფისკალურ წესებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს იმ სისტემურ ხარვეზებზე, რაზეც არაერთხელ იქნა გამახვილებული ყურადღება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ანგარიშებსა და ეფექტიანობის აუდიტების ფარგლებში. ასევე, საუბარი შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს  და მათი შესრულების მდგომარეობას.

გარდა ამისა, IMF-ის  წარმომადგენლებს  წარედგინათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული ანალიტიკური ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ (www.BudgetMonitor.ge), როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის ზრდას.

უკან