Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-04-10 14:19:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვალდებულების წარმატებით შესრულება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვალდებულების წარმატებით შესრულება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვალდებულების წარმატებით შესრულება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო 5 აპრილს ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს/Open Government Partnership (OGP) Georgia შეხვედრაში.

შეხვედრაზე გენერალური აუდიტორი პირველმა მოადგილემ - ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა უწყების მიერ შემუშავებული ინოვაციური ვებ-პლატფორმა - ბიუჯეტის მონიტორი (www.budgetmonitor.ge) - როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით შესრულებული ვალდებულება. აღნიშნული ვებ-პლატფორმა საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ემსახურება და პასუხობს OGP-ის მიერ განსაზღვრულ ოთხივე პრინციპს - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა, ტექნოლოგიაა და ინოვაცია.

საყურადღებოა, რომ საქართველო 2017 წლის ოქტომბრიდან OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება ერთი წლის ვადით. საქართველო არის OGP-ის მე-8 თავმჯდომარე და პირველი არადამფუძნებელი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე  განხილული იქნა საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობის მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში OGP-ის წარმომადგენლებმა ჯო პაუელმა და პოლ მაასენმა ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ასევე, გაიმართა მსჯელობა OGP-ის წინა თავმჯდომარე ქვეყნების კარგ პრაქტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე თავმჯდომარეობის წლის განმავლობაში. 

უკან