Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-01-28 02:02:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი წარუდგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას აუდიტის სამსახურის სტატუსისა და მანდატის განმსაზღვრელი კონსტიტუციური მუხლების ცვლილებების პროექტი შესთავაზა. წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეალიზაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფას და ეფუძნება საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებებსა და სახელმწიფო აუდიტის სფეროში მსოფლიო „კარგი პრაქტიკის“ გამოცდილებას.

შეთავაზებული კონსტიტუციური ცვლილებები ქმნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი საქმიანობის მყარ კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიებს. კერძოდ, პროექტის შესაბამისად, ცვლილებები შედის საქართველოს კონსტიტუციის:

  • 89-ე მუხლის პირველ პუნქტში და ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის უფლებამოსილების მინიჭებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მის მანდატთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხზე;
  • 93–ე მუხლის მე–6 პუნქტში, რაც სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთმიმართების საკითხის სწორად ფორმულირებას ემსახურება. არსებული რედაქციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაძლებელია მოაზრებულ იქნეს პარლამენტის დაქვემდებარებულ სტრუქტურად, რომელიც მისი უშუალო დაკვეთით ასრულებს აუდიტორულ ფუნქციას, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციითვე აღარებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის პრინციპს. პროექტით წარმოდგენილ რედაქციაში კი ხაზგასმულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ავტონომიურობა საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო კონტროლის ხელშეწყობის საქმეში;
  • 97–ე მუხლში, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსის, დანიშნულებისა და ფუნქციის განმსაზღვრელი ნორმის უმაღლესი აუდიტის სფეროში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უფრო ნათელი და სრულყოფილი რედაქციით ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. კერძოდ, კონკრეტდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანო, რომელიც, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად, ზედამხედველობს საჯარო რესურსების, მათ შორის, საბიუჯეტო შემოსულობების, გადასახდელების, ვალდებულებებისა და ქონების მართვას.
  • აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მარეგულირებელი კანონის ორგანული კანონის სტატუსის მინიჭების საკითხს.

იხ. პროექტის  და განმარტებითი ბარათის ვრცელი ვერსია

უკან