Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2017-01-20 22:13:00

აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური(GAO) ტრენინგკურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორებისათვის

აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური(GAO) ტრენინგკურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორებისათვის

აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური(GAO) ტრენინგკურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორებისათვის

2017 წლის 16-20 იანვარს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მასპინძლობდა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის აუდიტის სასწავლო ცენტრის (U.S. Government Accountability Office – Center For Audit Excellence) ექსპერტებს - ჩარლზ ვრეიბელსა და ბარბარა ოლივერს. ამერიკელი კოლეგები ატარებენ სასწავლო ტრენინგების ერთკვირიან კურსს, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისათვის. ტრენინგის მიმდინარეობისას ისინი აუდიტორებს  გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას     ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიმართულებით.

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამშრომლობის ეს კომპონენტი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და აშშ-ის საანგარიშგებო პალატის აუდიტის სასწავლო ცენტრს შორის 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. შემდგომში, მოწვეული ექსპერტების დახმარებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს ინფორმაციული უსაფრთხოების ორ საპილოტო აუდიტს.

აღსანიშნავია,  რომ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე „ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების“ პროექტის დამსახურებით, რომელიც ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტის მთავარი ამოცანაა სას-ში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის დანერგვა და განვითარება.

აშშ-ის საანგარიშგებო პალატა არის წამყვანი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია ინფორმაციული სისტემების აუდიტის მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შემუშავებაში. მხარეებს შორის თანამშრომლობის მიღწევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დიდი წარმატებაა.

 

უკან