Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-03-13 18:02:00

პარლამენტში ანგარიშვალდებულებების უზრუნველყოფის ეფექტიანობის ანგარიში განიხილეს

პარლამენტში  ანგარიშვალდებულებების უზრუნველყოფის  ეფექტიანობის ანგარიში განიხილეს

პარლამენტში ანგარიშვალდებულებების უზრუნველყოფის ეფექტიანობის ანგარიში განიხილეს

პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში - „სექტორულ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ანგარიშვალდებულების წინაპირობების უზრუნველყოფა“ განიხილა.

ანგარიშში შეფასებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილი მექანიზმების ეფექტიანობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სსიპ-ების მაგალითზე.

ანგარიშში იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები სამინისტროს მაღალი რგოლის მენეჯერების არასაკმარისი ხარისხით ჩართულობის მხრივ სსიპ-ებისთვის მიზნებისა და ინდიკატორების განსაზღვრის, შედეგების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. ასევე, სსიპ-ების მიერ მომზადებული რეგულარული ანგარიშები ვერ უზრუნველყოფენ მენეჯერის სათანადო ინფორმიერებას სსიპის საქმიანობის შედეგების შესახებ.

აუდიტის პროცესში გამოვლენილი მიგნებები და რეკომენდაციები დეპუტატებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ და უფროსმა აუდიტორმა ნინო ლაგვილავამ წარუდგინეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები მიზნად ისახავს იმ პროცესებისა და ფორმალური მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობას, რომელიც უზრუნველყოფს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და საჯარო სექტორში ანგარიშვალდებულების პრინციპის განმტკიცებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ფინანსთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ხარვეზებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

უკან