Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-03-12 12:17:00

გენერალურმა აუდიტორმა EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებაზე ისაუბრა

გენერალურმა აუდიტორმა  EUROSAI-ASOSAI -ს  კონფერენციაზე  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებაზე ისაუბრა

გენერალურმა აუდიტორმა EUROSAI-ASOSAI -ს კონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებაზე ისაუბრა

ისრაელში მეორე დღეა მიმდინარეობს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო  კონფერენცია  „უახლესი აქტუალური საკითხები  და გამოწვევები“, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ესწრება.  

უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანებების  EUROSAI-ASOSAI -ს  რიგით მესამე  კონფერენციაში მონაწილეობს  45 ქვეყნის 230 დელეგატი, რომელთა შორის 21 გენერალური აუდიტორია.

კონფერენციაზე  საკუთარი ქვეყნების  აუდიტორული ინსტიტუციების სიახლეებსა და გამოწვევებზე  პრეზენტაციებით წარსდგნენ  ფინეთის, პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს გენერალური აუდიტორები.

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა კოლეგებს წარუდგინა  მოხსენება, რომელიც შეეხებოდა  ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდასა  და ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სისტემის (ICT) გამოყენებას. 

ირაკლი მექვაბიშვილმა ისაუბრა ახალი ტექნოლოგიური მექანიზმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში მხარეების ჩართულობას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.  ასევე   IT  აუდიტისა  და   ეფექტიანობის აუდიტის წარმოებისას მის გამოყენებაზე; საერთაშორისო პროექტებში ჩართულობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა პირისპირ შეხვედრები კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ აუდიტორებთან.

EUROSAI-ASOSAI -ს  კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციას  გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი,  გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკა ღაზაძე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ცოტნე ქარქაშაძე და საერთაშორისო და  დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო კერესელიძე წარმოადგენენ. 

უკან