Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-03-11 15:54:00

ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტორულ უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტორულ უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტორულ უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ისრაელში  უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანებების  EUROSAI-ASOSAI -ს ერთობლივი  კონფერენციის ფარგლებში,  საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და ისრაელის სახელმწიფო  კონტროლიორმა  ჯოზეფ ჩეიმ შაპირამ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი ორი ქვეყნის აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის  გამოცდილებებისა და პრაქტიკების  გაზიარებას გულისხმობს,  მათ შორის,  რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვა, ანალიზი, ინოვაციური ინსტრუმენტები და სხვა.  

ორმხრივ შეხვედრაზე  ირაკლი მექვაბიშვილმა და ჯოზეფ ჩეიმ შაპირამ  აუდიტორული  სფეროს გამოწვევებსა და   მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ისრაელში    უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანებების  EUROSAI-სა და ASOSAI -ს ერთობლივ კონფერენციას  ესწრება.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაა  „უახლესი აქტუალური საკითხები  და გამოწვევები“, პრეზენტაციით წარსდგება გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი.  

კონფერენციას  45 ქვეყნის 230 დელეგატი ესწრება, მათ შორის 21  გენერალური აუდიტორია.

უკან