Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2019-02-26 16:27:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც  საქართველოში ეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გაცნობის მიზნით იმყოფება.

მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი  გენერალურ აუდიტორთან  ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრაზე  სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით  და ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით  გაცემული  რეკომენდაციებით დაინტერესდა. 

მისიის დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მოისმინეს ინფორმაცია   ფისკალურ წესებთან, სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან,  საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS)   მიმდინარე რეფორმასა და საჯარო ფინანსების მართვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. 

შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის  წარმომადგენლები   კლაუს ჰელვიგი და ნია შარაშიძე,   სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან  კი  გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე ესწრებოდნენ. 

 

 

 

უკან