Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-12-06 14:30:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური EUROSAI კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური EUROSAI კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური EUROSAI კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლები EUROSAI-ის კომუნიკაციის სტრატეგიის  შემუშავებაში მონაწილეობენ.   

პროექტი EUROSAI-ის მმართველი საბჭოს წევრის, ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს  EUROSAI-ის  ეფექტური მუშაობისთვის კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმის  მომზადებას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც  რიგაში გაიმართა, საქართველოს გარდა EUROSAI-ს სამდივნოსა და ესპანეთის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ფინეთის, პოლონეთის, ჩეხეთის და ლიეტუვას წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში გაანალიზეს SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილი მიმართულებები და იმსჯელეს კომუნიკაციის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე  კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების ექსპერტებმა  ასევე  ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები  კომუნიკაციის  პროცესში  გარე აუდიტორული და არააუდიტორული საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის  გაზრდის მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მონაწილეობდნენ  საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურის  უფროსი,  ნინო კერესელიძე  და  მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი,  ტატიანა გამყრელიძე.

 

 

 

 

 

უკან