Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-12-10 16:02:00

პარლამენტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს

პარლამენტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს

პარლამენტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა  „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვის“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილა. 

ანგარიშში შეფასებულია, თუ რამდენად უზრუნველყოფს პასუხისმგებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ გარემოს ადეკვატურ დაცვას.

აუდიტის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია  ნაკლოვანებები სალიცენზიო ფართობების სრულფასოვანი შეფასების, პირობების განსაზღვრის, კონტროლისა და  დაზიანებული გარემოს აღდგენა-რეაბილიტაციის ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელთა აღმოსაფხვრელადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა   შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

განხილვას ესწრებოდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვის და სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს მიწისა და წიაღის სამმართველოს  წარმომადგენლები, რომლებიც არსებითად დაეთანხმნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს.

შეხვედრის ფარგლებში დაზუსტდა  რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი უწყებები და მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, რაც პირველ რიგში აუდიტის ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კაპანაძე და უფროსი აუდიტორი ბიძინა მაყაშვილი წარმოადგენდნენ.  

უკან