Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-11-08 16:40:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორთა პროგრამა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  აუდიტორ-სტაჟიორთა პროგრამა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორთა პროგრამა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 20-მდე  ახალგაზრდა  აუდიტორ-სტაჟიორთა მომზადების პროგრამაში ჩაერთო.  პროგრამაში მონაწილეობისთვის აუდიტორ სტაჟიორთა შერჩევა  კონკურსის წესით განხორციელდა.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები  თეორიული ცოდნის მიღებასთან  ერთად პრაქტიკულ საქმიანობაშიც ჩაერთვებიან. კერძოდ, გაეცნობიან   აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს,  აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასა და ბიუჯეტის ანალიზის დაკავშირებულ საკითხებს და აუდიტის ანგარიშების  მომზადების პროცესს.

აუდიტორ სტაჟიორები, რომლებიც პირველ 6 თვეში წარმატებით წარმოაჩენენ  უნარებს და მიღებულ ცოდნას,  კიდევ 6 თვით გაუგრძელდებათ სტაჟირების პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ  ექნებათ  რეალური შესაძლებლობა,  დასაქმდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პროგრამის მონაწილეები სტაჟირებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ადმინისტრაციულ ოფისებში გაივლიან.

უკან