Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-11-07 16:15:00

ევროკავშირის ახალი ელჩი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

ევროკავშირის ახალი ელჩი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

ევროკავშირის ახალი ელჩი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ევროკავშირის ახალმა   ელჩმა  კარლ ჰარცელმა  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  გენერალურმა აუდიტორმა  ირაკლი მექვაბიშვილმა და მისმა  მოადგილემ ეკა ღაზაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის, გატარებული რეფორმების, მიმდინარე საქმიანობისა და პროექტების  შესახებ.

კარლ ჰერცელისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტის -  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ - მიმდინარეობა.  ევროკავშირის პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  ეხმარება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების  საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მენეჯმენტმა ისაუბრა  აქტივობებზე, რომელსაც აუდიტის სამსახური ამ მიმართულებით ახორციელებს- მათ შორის , აუდიტის პროგრამის MK Insight-ის დანერგვა და   გამოყენება,  აუდიტის მეთოდოლოგიების განახლება, რეკომენდაციის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და სხვა.

კარლ ჰარცელი  ევროკავშირის  ელჩად  თბილისში   2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

 

უკან