Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-10-17 15:19:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „საბიუჯეტო რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო   კონფერენციაში - „საბიუჯეტო რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „საბიუჯეტო რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს  რეგიონულ კონფერენციაში - „საბიუჯეტო რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“.  

კონფერენციაზე სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის  ბიუჯეტის უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ჩაკვეტაძემ წარადგინა პრეზენტაცია პროგრამული ბიუჯეტის  მეთოდოლოგიისა და  დაგეგმვის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრაქტიკასა და გამოცდილებაზე.  

კონფერენციაზე იმსჯელეს პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.  

ორდღიანი რეგიონული კონფერენცია ორგანიზებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  GIZ- ის მიერ, პროექტის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. შეხვედრაში  მონაწილეობს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების, პარლამენტების და ფინანსთა სამინისტროების ექსპერტები.

 

 

 

უკან