Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-10-01 12:32:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სომხეთის აუდიტის პალატასთან მემორანდუმი გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სომხეთის აუდიტის პალატასთან მემორანდუმი გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სომხეთის აუდიტის პალატასთან მემორანდუმი გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სომხეთის აუდიტის პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ორი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ უწყებას შორის გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება.

მემორანდუმს ხელი გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და სომხეთის აუდიტის პალატის თავმჯდომარემ ლევონ იოლიანმა მოაწერეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე სომხეთის აუდიტის პალატის დელეგაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს სხვადასხვა აუდიტორული პრაქტიკის შესახებ, მათ შორის ეფექტიანობის აუდიტის, ბიუჯეტის ანალიზის, ფინანსური აუდიტისა და უწყებაში დანერგილი სიახლეების შესახებ.

სომხეთის აუდიტის პალატის დელეგაციის წევრებმა კი ქართულ მხარეს პალატის განვითარების სტრატეგია გააცნეს. დელეგაციებმა გაცვალეს მოსაზრებები და იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

სომხეთის აუდიტის პალატის წარმომადგენელთა ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით განხორციელდა.

უკან