Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-09-26 12:41:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა თავდაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს. აუდიტი 2016 წლის პერიოდს მოიცავდა და მასში განხილული იყო სხვადასხვა აქტუალური საკითხი რაც აუდიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის პრევენციული ღონისძიებები ჯარში, სადაზღვევო ხელშეკრულებების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები და სხვა.

სამუშაო ჯგუფის წევრებს ანგარიშის პრეზენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფო დვალიშვილმა წარუდგინა. პარლამენტართა კითხვებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა უპასუხა.

სამუშაო შეხვედრას აუდიტის ობიექტის - თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით უწყების პოზიციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ ისაუბრა.

უკან