Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-09-19 13:38:00

ბრიტანელმა აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

ბრიტანელმა აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

ბრიტანელმა აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (UK NAO) წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ჰელენ ჯექსონმა და ალან ბენქსმა სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში აუდიტორებს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის პროცესში ბრიტანული გამოცდილება გაუზიარეს.

თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტებს წარუდგინეს პრეზენტაციები საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) რეფორმის მიმდინარეობის, მათ შორის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, ასევე ფინანსური აუდიტის ფარგლებში იდენტიფიცირებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებზე.

ბრიტანელი ექსპერტები ასევე შეხვდნენ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს და გენერალური აუდიტორის მოადგილეს ეკა ღაზაძეს.

ბრიტანეთის აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში", ხელშეწყობით განხორციელდა.

უკან