Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-09-03 16:35:00

პარლამენტის თანამშრომლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გაეცნენ

პარლამენტის თანამშრომლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გაეცნენ

პარლამენტის თანამშრომლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას გაეცნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით ქ. ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაცია ვებ-პლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორის“ შესახებ. პრეზენტაცია მოიცავდა „ბიუჯეტის მონიტორის“ მოდულების დეტალურ ანალიზს, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებთან დაკავშირებულ ანალიტიკურ მონაცემებსა და ძირითად მიგნებებს, სამსახურის მიერ გაცემულ ძირითად რეკომენდაციებს, ასევე მოქალაქეთა მოთხოვნების გათვალისწინების პროცედურებს სამსახურის წლიურ აუდიტორულ გეგმაში.

საახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე წარადგინეს პრეზენტაციები ფინანსური აუდიტებით დაფარული თემების, ანგარიშის სტრუქტურისა და 2017-2018 წლის ფინანსური აუდიტების ძირითადი მიგნებების შესახებ. შეხვედრაზე საპარლამენტო კომიტეტის თანამშრომლებს გააცნეს რამდენიმე ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში , მათი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები . ანგარიშების განხილვა პარლამენტშიცაა დაგეგმილი.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებმა თავის მხრივ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს გააცნეს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც სამსახურსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციას ეხება. დისკუსიის ფარგლებში ასევე განხილული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის კუთხით არსებული ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, ასევე თანამშრომლობის გაუმჯობესების გზები და მიზნები.

სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალური პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, განხორციელდა .

უკან