Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-08-03 17:18:00

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გენერალურ აუდიტორს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გენერალურ აუდიტორს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გენერალურ აუდიტორს შეხვდა

ირაკლი მექვაბიშვილი

ირაკლი მექვაბიშვილი

იანოშ ჰერმანი

იანოშ ჰერმანი

გენერალურ აუდიტორთან ირაკლი მექვაბიშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა - იანოშ ჰერმანმა, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

ირაკლი მექვაბიშვილმა და იანოშ ჰერმანმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით 2017 წლიდან დაიწყო და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გენერალურმა აუდიტორმა იანოშ ჰერმანს კონსტრუქციული და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დაადასტურა ინსტუტუციის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთობლივ პროექტებს 2009 წლიდან ახორციელებენ. ერთ-ერთი პირველი პროექტი ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტი (OECD/SIGMA) იყო, რომელიც 2009-2011 წლებს მოიცავდა.

2015-2016 წლებში ევროკავშირის მხარდაჭერით საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო მართვის სექტორში საჯარო ფინანსების განკარგვის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.

უკან