Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-07-18 17:44:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა PEFA-ს მაღალი შეფასება დაიმსახურა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  PEFA-ს მაღალი შეფასება დაიმსახურა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა PEFA-ს მაღალი შეფასება დაიმსახურა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ანგარიშში - საჯარო ფინანსების ხარჯვა და ანგარიშვალდებულებები (PEFA - Public Expenditure and Financial Accountability), მაღალი შეფასება - B+ მიიღო.

ანგარიში სამ სრულ ფისკალურ წელს მოიცავს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 4 მიმართულებით აფასებს: ინსტიტუციური დამოუკიდებლობა; აუდიტის დაფარვის მაჩვენებელი და სტანდარტები; აუდიტის ანგარიშების დროული წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა.

ოთხი მიმართულებიდან 3 კომპონენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი შეფასება - A დაიმსახურა. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში, B შეფასება მიიღო.
PEFA საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის შეფასების მსოფლიოში აღიარებულ სისტემას წარმოადგენს.
უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა PEFA-ს თვითშეფასების პირველადი ანგარიში გასულ წელს მოამზადა. PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასება საქართველოში 2008 და 2012 წელსაც ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე კრიტიკულ - აუდიტის დაფარვის მაჩვენებლის კომპონენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასება მზარდი ტენდენციით ხასიათდება და B+ -დან A-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის შემფასებელთა მისიის ანგარიში საზოგადოებას მისიის ჯგუფის ხელმძღვანელმა - პატრიკ უმა ტეტემ წარუდგინა. პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უკან