Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-07-10 17:37:00

აუდიტის წარმოების პროცესი მუნიციპალიტეტებში

აუდიტის წარმოების პროცესი მუნიციპალიტეტებში

აუდიტის წარმოების პროცესი მუნიციპალიტეტებში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა და აჭარის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა კახა კირტავამ ყვარელში გამართულ, 2 დღიან კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სახელწოდებით - „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი“.

კონფერენციის ერთ -ერთი თემა სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა იყო. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა ფორუმზე მყოფ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და პარლამენტის წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხედვა და სტრატეგია გააცნო.

მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო მუნიციპალიტეტებში შიდა აუდიტის წარმოების პროცესს და გამოვლენილ პრობლემებს, აუდიტის პროცესში გაცემულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების სტატუსს. ფორუმის მონაწილეებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს შიდა აუდიტის გაუმჯობესების გზებზე და საუკეთესო პრაქტიკაზე.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმში საქართველოს პარლამენტის წევრები,აპარატის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, მინისტრების მოადგილეები და სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

უკან