Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-07-05 11:22:00

გენერალური აუდიტორი USAID -ის წარმომადგენლებს შეხვდა

გენერალური აუდიტორი USAID -ის წარმომადგენლებს შეხვდა

გენერალური აუდიტორი USAID -ის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  გენერალურ აუდიტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს  USAID- ის ფინანსური ოფისის წარმომადგენლებმა.

USAID -ის ფინანსური ოფისის ხელმძღვანელები  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი სტრატეგიით, ბოლოდროინდელი აქტივობებით და სიახლეებით დაინტერესდნენ. გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა ნაცვლიშვილმა USAID-ის წარმომადგენლებს სამსახურის გეგმებზე, უკვე დაწყებულ  და განხორციელებულ პროექტებზე , საქმიანობაში არსებულ გამოწვევებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტის აუდიტის პრეცედენტით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და  USAID-ს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ.  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური ოფისის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი  გამოთქვეს,  მათ შორის  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის მიმართულებით. მათ ასევე დააფიქსირეს მზადყოფნა - დაეხმარონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში. 

უკან