Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A
2018-07-04 18:41:00

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი 27 აუდიტორმა მიიღო

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი 27 აუდიტორმა მიიღო

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატი 27 აუდიტორმა მიიღო

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატის მფლობელი  27 აუდიტორი გახდა.

მათ  პროფესიული სწავლება  საჯარო აუდიტის ინსტიტუტში გაიარეს, შესაბამისი გამოცდის  ჩაბარების შემდეგ კი აუდიტორული საქმიანობის 5 წლიანი ნებართვა მოიპოვეს.  

საჯარო სექტორში აუდიტორული საქმიანობის   დამადასტურებელი სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს   გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა გადასცეს.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სერტიფიკატები, რომელიც  აუდიტორებს გადაეცათ, ადასტურებს მათ კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს და ვფიქრობთ, თითოეული, ვინც ამ სერტიფიკატის მფლობელია, ღირსეულად  შეასრულებს თავის საქმეს და ყველგან დაიცავს დამკვიდრებულ  სტანდარტს.  აქ მიღებული ცოდნა ყველა მათგანს დაეხმარება საქმიანობასა და კარიერაში. პროგრამის შემდგომ ღონისძიებებსაც ვგეგმავთ, რათა კვალიფიკაციისა და ცოდნის ეს დონე  5 წლის განმავლობაშიც  შენარჩუნდეს და  არ დაიკარგოს“, აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა. 

სამთვიანი პროგრამის  ფარგლებში   მსმენელებმა   ეფექტიანობის, ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების მეთოდოლოგიები, საჯარო სექტორის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხები და საბიუჯეტო კოდექსი შეისწავლეს. 

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სამთვიანი კურსი სულ 55-მა პირმა გაიარა.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლებაა.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების მორიგი სამთვიანი კურსი სექტემბრიდან დაიწყება.

უკან