Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

კანონმდებლობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესი

განახლების თარიღი: 15:08:2018

მუხლი 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის მოქმედების სფერო

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) შინაგანაწესით (შემდგომში –  შინაგანაწესი) განსაზღვრულია:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინებისა და სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესი;

დ) ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები;

ე) სამსახურებრივი მივლინების გაფორმების წესი;

ვ) შვებულების გაფორმების წესი;

ზ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი;

თ) დისციპლინური წარმოების წესი;

ი) სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული განკარგულების სამსახურის მოსამსახურეებისათვის გაცნობის  წესი;

კ) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;

ლ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები.