სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კურირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტს, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტებს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
გენერალური აუდიტორის მოადგილე ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე
გენერალური აუდიტორის მოადგილე
გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა 2023 წლის 11 აპრილს. მანამდე ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს (2014-2023). 2002-2008 წლებში კი, მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარ კონტროლიორის თანამდებობა ეკავა.
2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 1994 -1996 წლებში, ის სს „აგრომრეწვბანკის“ ყვარლის განყოფილების მმართველი იყო, 1996–2000 წლებში კი, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გურჯაანის რეგიონულ ფილიალს ხელმძღვანელობდა.
1991-1994 წლებში ზაზა შეყილაძეს ყვარლის რაიონის გამგეობაში ხელმძღვანელი თანამდებობები (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) ეკავა, 1988-1991 წლებში კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
1980-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე, 1985-1988 წლებში კი, მაკროეკონომიკის მიმართულებით დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.