სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ნოდარ ჯავახიშვილი - გენერალური აუდიტორის მოადგილე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კურირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტს, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტებს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.

ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს 2016 წლის დეკემბრიდან იკავებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმიანობის დაწყებამდე, 2015-2016 წლებში ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, 2014-2015 წლებში კი, მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2011-2014 წლებში სს „ქართუ ბანკს" ხელმძღვანელობდა. 

1999-2004 წლებში, ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საქმიანობდა, სადაც ჯერ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შემდეგ კი, თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 

1993-1998 წლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1992-1993 წლებში, ბინსოცბანკის ისნის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1977-1991 წლებში კი, სახბანკში სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის, თავმჯდომარის მოადგილის პოსტიც ეკავა. 

ნოდარ ჯავახიშვილი 1972-1977 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით სწავლობდა.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.