სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი

„საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დეპარტამენტი უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას. დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს პარტიების დაფინანსების პროცესის გამჭვირვალობას. კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე. გარდა ამისა, დეპარტამენტი ახდენს შესაბამის რეაგირებას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე.