სახელმწიფო აუდიტის სამსახური

2009 წლის ბიუჯეტის აუდიტის პროცესი დაიწყო 08 მარტი, 2010

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური და შესაბამისობის ( გასვლითი) აუდიტის პროგრამა:

შესწავლილ იქნას:

1. გადასახდელების სახეების მიხედვით ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის კანონიერება;

2. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების მთლიან მოცულობაში განხორციელებული ცვლილებების და დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში გადანაწილების და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის არსებული წესების შესრულების მდგომარეობა;

3. ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან სახსრების გამოყოფისა და მიზნობრივად ხარჯვის მდგომარეობა;

4. კრედიტების, გრანტებისა (ფულადი და სასაქონლო) და ჰუმანიტარული დახმარებების მიღების, აღრიცხვისა და მიზნობრივად გამოყენების მდგომარეობა;

5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა;

6. მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დებიტორ–კრედიტორების) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობა;

7. სახელმწიფო ქონების აღრიცხვის, შენახვის, მოვლა– პატრონობისა და გამოყენების მდგომარეობა;

8. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრების აღრიცხვისა და ხარჯვის კანონიერების მდგომარეობა;

9. ბუღალტრული აღრიხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშების შედგენის სისრულე და შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან.

------------------------------------------------

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური აუდიტის პროგრამა:

შესწავლილ იქნეს:

1. წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების მდგომარეობა;

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა.

3. მიღებული გრანტების აღრიცხვის და გამოყენების მდგომარეობა.

4. ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ცვლილება ( ზრდა/კლება)