სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 04 თებერვალი, 2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, განმარტებით შენიშვნებს, ასევე მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ შენიშვნებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე თანდართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, აბზაცში − „უარყოფითი მოსაზრების საფუძველი“ აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.