4 ივლისს, გერმანულ სახლში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრების ინფორმირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეფექტიანობის აუდიტის დანერგვის მიმდინარეობის შესახებ და ამ თვალსაზრისით სამომავლო გეგმების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ეფექტიანობის აუდიტის სამომავლო განვითარებისა და პარლამენტის მიერ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშების გამოყენების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორმა ლაშა თორდიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურის წევრმა, ჰორსტ რაიმუნდ ვულემ.
