დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობისა და ჩატარებული აუდიტების შედეგების შესახებ.
როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 6 თვეში დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია ექვსი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი და ორი საექსპერტო მომსახურება, ჩატარებულ აუდიტებზე გაცემულია შესაბამისი ანგარიშები და ხარვეზების გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
როგორც აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
