პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ (კონსოლიდირებულ) ანგარიშგებას (ბალანსს) 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის.
ჩვენი აზრით, ჩვენი დასკვნის − „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ − აბზაცში აღწერილი საკითხ(ებ)ის გავლენით განპირობებული შესაძლო შედეგების გარდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანდართული (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.