დღეს 14 ივნისს, სახელწმიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს ნატალია კორჩაკსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოში არსებულ მონიტორინგის სისტემას, განვლილ პრაქტიკას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ სფეროს განვითარების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგის კუთხით თანამშრომლების საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებზე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.
