სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპის ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო აუდიტში ჩაერთვება 25 ნოემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპის სხვადასხვა  უმაღლესი აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად საერთაშორისო აუდიტში ჩაერთვება.  

პარალელურ აუდიტში მონაწილე აუდიტორული ორგანიზაციები ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში, ერთობლივ მიგნებებს შეაფასებენ და საერთო აუდიტის ანგარიშის ფარგლებში ერთობლივ რეკომენდაციებს გასცემენ.   

ერთობლივი აუდიტის ანგარიში EUROSAI-ს ფარგლებში გამოიცემა, სამუშაო პროცესს უკრაინის საანგარიშო პალატა უხელმძღვანელებს.

აუდიტის სამომავლო პრიორიტეტების განსასაზღვრად, EUROSAI-ს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის აუდიტების სამუშაო ჯგუფის (WGAFADC) ევროპის 14 აუდიტორული ორგანიზაციის და საქართველოს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

დეპარტამენტის უფროსმა  სოფიო დვალიშვილმა მონაწილე ქვეყნებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის შედეგები გააცნო და აუდიტის წარმოების გამოცდილება გაუზიარა.   

სახელმწიფი აუდიტის სამსახური სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად ხუთ საერთაშორისო პარალელურ აუდიტში მონაწილეობდა, მათ შორის ერთ შემთხვევაში მენტორის რანგში.