სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა 28 ოქტომბერი, 2022

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული მიგნებები და რეკომენდაციები, ბიუჯეტთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ წარადგინა.

კონფერენცია „2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე და რეკომენდაციები“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით ჩატარდა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები წარადგინეს. 

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს. კითხვები, ძირითადად, პროგრამულ ბიუჯეტირებას და სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციას ეხებოდა.