სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა წარადგინა 18 დეკემბერი, 2020

აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა კირტავამ „აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა წარადგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია 2020 წლის აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებსა და მნიშვნელოვან მიგნებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საჯარო ფინანსების მართვაზე. შესაბამისად, მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.