საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა მოხსენება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე. აღნიშნული მოხსენება მიზნად ისახავს შეაფასოს მთავრობის ანგარიშში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე, ასევე შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება. ამავდროულად, მოხსენება მიმოიხილავს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანალიზის/აუდიტის შედეგად გამოვლენილ სისტემური ხასიათის ხარვეზებსა და მნიშვნელოვან საკითხებს სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ყველა ძირითად საფეხურზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის/აუდიტის შედეგად გამოვლენილ იქნა 42 სისტემური დონის ხარვეზი და გაცემულ იქნა 31 რეკომენდაცია.
ცენტრალური
10 ივნისი, 2014
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება “2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ