სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აფხაზეთის ა/რ 14 ივნისი, 2019
მოხსენება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, წარმოდგენილია შეფასებები რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ.
მოხსენებაში მიმოხილულია რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები და ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.
ამავდროულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა და წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.