სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ჰააგაში 25 ივნისი, 2019

ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული უწყების მიწვევით  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია ჰააგაში იმყოფება. 

ნიდერლანდებისა და საქართველოს აუდიტორული უწყებების ერთობლივი პროექტის მიზანია   ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის მხრიდან ხარისხის მართვის სისტემის, ძირითადი პროცედურების და საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება.  

დელეგაციას უმასპინძლა აუდიტორული უწყების ვიცე-პრეზიდენტმა ევაუტ ირხანგმა . სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნიდერლანდების უსაფრთხოების საბჭოს  და  ფინანსთა სამინისტროს  წარმომადგენლები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე გოგოლაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით ქინქლაძე და უფროსი აუდიტორი, თაია ცისკარაული, სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ცოტნე ქარქაშაძე და საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნინო კერესელიძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ჰააგაში „ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საოლქო პროგრამის“  ფარგლებში  დაიგეგმა.    

პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ნიდერლანდების და  საქართველოს უმაღლესი აუდიტორული უწყებების ხელმძღვანელების   არნო ვისერის  და ირაკლი მექვაბიშვილის შეხვედრა, რომელიც  გასულ წელს,  ევროკავშირის მხარდაჭერით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში შედგა.