დღეს, 18 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამსახურებრივი ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (BAI) დელეგაცია. შეხვედრა გაიმართა მიმდინარე პროექტის „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ ფარგლებში.
კორეელი კოლეგები სამუშაო ვიზიტით შეხვდნენ გენერალურ აუდიტორს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარება უდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მიერ დანერგილი მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში კორეელმა კოლეგებმა გენერალურ აუდიტორთან ერთად იმსჯლეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება გამოწვევებსა და არსებულ შესაძლებლობებზე, რაც გათვალისწინებულ იქნება ქართული მხარის მიერ შემდგომში, აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით.
