დღეს, 22 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ყველა პარტია, რომელსაც გააჩნია საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება და დარეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფები.
შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა მორიგი კონსულტაცია წინასაარჩევნო პერიოდის უკეთესად წარმართვის მიზნით, რომლის საფუძველზეც მომზადდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება - „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“.
ასევე, განხორციელდა პრეზენტაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ინფორმაციის წარმოდგენის ფორმებისა და ვადების შესახებ.
ყველა დაინტერესებულ პირს გაეწია კონსულტაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად გამჭვირვალე და თანასწორ პირობებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა.
იხ. ტელესიუჟეტები
